ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა.საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმობელეთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 10 მაისის მდგომარეობით, ოპეკის "კალათის" ფასი ბარელზე 1,67 აშშ დოლარით გაიზარდა და 78,08 აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ბარელზე 140,73 აშშ დოლარი შეადგენს, რაც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა.