19 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მიხეილ ხორავას გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები. ასევე, მეტალისა და ხის მცირე ზომის სკულპტურები და ინსტალაციები.
ეროვნული ბიბლიოთეკა გამოფენას 24 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.