საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროჯგუფის ქვეყნების გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც ფინანსური სტაბილიზაციის ფონდის შექმნას გულისხმობს, ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა.
სააგენტო "ასოშიეტედ პრესის~ ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე Brent Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 1.85 აშშ დოლარით გაიზარდა და 80.12 აშშ დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის ბირჟაზე კი, Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასი კი, ბარელზე 1.69 აშშ დოლარით გაიზარდა და 78.51 აშშ დოლარზე დაფიქსირდა.