საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, გოგა ხაჩიძისა და ნორვეგიის სამეფოს ელჩის საქართველოში, იონ რამბერგის დღეს გამართულ შეხვდრაზე აღინიშნა, ნორვეგიის მთავრობა ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს.
შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში ეფექტურად იქნას გამოყენებული სუფთა განვითარების მექანიზმი და მისი ხელმისაწვდომობა იქნეს უზრუნველყოფილი.
შეხვედრაზე ხაჩიძემ და ნორვეგიის ელჩმა ის პროექტები განიხილეს, რომლებსაც მომავალში გარემოსდაცვით სფეროში ნორვეგიისა და საქართველოს მთავრობები ერთობლივად განახორციელებენ. ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება კლიმატიის ცვლილებაა.