ლეგენდარული რაგბისტი ჯონ ლომუ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. 1995 წელს ლომუს ექიმებმა თირკმლის ფუნქციების დარღვევა დაუდგინეს, რის გამოც ის კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მაგრამ სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ, 1998 წელს სპორტსმენი დიდ რაგბის დაუბრუნდა. 2004 წელს მას თირკმელი გადაუნერგეს. დონორობის სურვილი სპორტსმენის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გამოთქვა. “ოლ ბლექსის” შემადგენლობაში ლომუმ 63 სეხვედრა ჩაატარა.