ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები 182-დღიანი ვადიანობისაა.
აუქციონში მონაწილეობა სამი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნამ 26 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.350%-ით, მაქსიმალური 7.750%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.730%-ით განისაზღვრა.