უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული უემბლის სტადიონზე, სადაც ინგლისისა და საფრანგეთის ეროვნულსაფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. მატჩს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონიც ესწრებოდა. შეხვედრის დაწყებამდე ინგლისელმა გულშემატკივრებმა ფრანგებთან ერთად მარსელიოზა იმღერეს. მათ უსაფრთხოებას სტადიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით პოლიციელი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იცავდა, სტადიონის თავზე კი ვეტმფრენები პატრულირებდა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.