საქართველოს საგარეო ვალი მიმდინარე წლის 30 აპრილის მდგომარეობით, 6 236 204 000 ლარს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს მონაცამებით, აქედან, მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ საქართველოს 4 378 079 000 ლარის ოდენობის ვალი აქვს, მათ შორისაა საერთშორისო სავალუტო ფონდის 1 718 822 000 ლარი; მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია - 1 976 947 000 ლარი.
მიმდინარე წლის აპრილის მობოლოს მონაცამებით, ორმხრივი კრედიტორების მიმართ საქართველოს ვალი 962 967 000 ლარს შეადგენს, ევრობონდების - 886 900 000 ლარს, ხოლო სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტები - 8 258 000 ლარს.
მიმდინარე წლის მარტის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 6 160 993 000 ლარს შეადგენდა, ხოლო 2009 წლის აპრილის ბოლოს კი - 4 628 962 000 ლარს.