ზაზა ფაჩულიას "დალასმა" NBA-ს მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტეხასელებმა სტუმრად ფილადელფიური "სიქსერსი" 92:86 დაამარცხეს.
ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო. ფაჩულიამ 4 საჯარიმოდან 2 ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით დაასრულა. მან ასევე 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 ჯარიმა მიიღო.