ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ ყოფილი კაპიტნის, სტივენ ჯერარდის ბუცები აუქციონზე 40000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. შემოსული თანხა ინგლისის „წითელ ჯვარს“ ჩაერიცხა, რომელიც ახალო აღმოსავლელ მიგრანტებს ეხმარება. ფეხბურთელმა ამ ბუცებით „ლივერპულში“ თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. თავის დროზე „ადიდასმა“ ასეთი ბუცები მხოლოდ 17 წყვილი დაამზადა და ერთი მათგანი წილად ჯერარდს ხვდა. ბუცების შიდა ნაწილზე ჯერარდისადმი ფეხბურთელისთვის მიძღვნილი წარწერა: „შენ ტოვებ ლეგენდას. შენ გმირად დაბრუნდები. ლივერპული ყოველთვის შენთანაა. შენ მარტო არასდროს ივლი“.