ოლიმპიური თამაშების უხუცესი მონაწილე 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩინელი ბარდოს მტყორცნელის, გო ძეს გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა, რამაც მოხუცი ბოლო რამდენიმე წელი საწოლს მიაჯაჭვა. პირველად მან მონაწილეობა 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო, სადაც ეროვნული რეკორდი დაამყარა. ბარდო მან 41,13 მეტრზე ტყორცნა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გო ძემ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, პენსიაზე კი 1987 წელს გავიდა.