ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ კუჭის ოპერაცია გაიკეთა. ქირურგიული ჩარევა მას 10 წლის შემდეგ განმეორებით დასჭირდა. კუჭის შუნტირება ვენესუელის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარდა. მარადონამ კლინიკა უკვე დატოვა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.