საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტები სოფიაში გუშინ ღამით გაემგზავრნენ. საქართველოს სახელით პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე ჯგუფი „ვირუსი“ წარდგება, სიმღერით - „გაბედე“.
სოფიაში პატარა მომღერლები, 16 მონაწილე ქვეყნის კონკურსანტებთან ერთად, ფესტივალის ჰიმნს ჩაწერენ. ამ ჰიმნით „საბავშვო ევროვიზია 2015“ 21 ნოემბერს გაიხსნება.
კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი 21 ნოემბერს, 22:30 საათზე შემოგთავაზებთ.