მას შემდეგ, რაც “ბეთსონმა“ ქართული სათამაშო კომპანია „ევროპა-ბეთი“ 2015 წლის ივნისში შეიძინა, კომპანიის განვითარების სტრატეგია კიდევ უფრო დაუახლოვდა მსოფლიო ტრენდებს. ამასთანავე, „ევროპა-ბეთის“ შემოსავლები უპირატესად ონლაინ თამაშებზე მოდის, რაც განაპირობებს ამ მიმართულების კიდევ უფრო დახვეწასა და გამრავალფეროვნებას. სწორედ გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, „ევროპა-ბეთმა“ მიიღო გადაწყვეტილება ოფლაინ პოკერის თამაშებისთვის განკუთვნილი სივრცე - „პოკერ რუმი“ დახუროს და მეტად ფოკუსირებული იყოს ონლაინ სივრცეში მომხმარებელთა მოთხოვნებისა და გამოცდილების სრულყოფა-გამდიდრებაზე.
“პოკერ რუმის“ დახურვის მიუხედავად, „ევროპა-ბეთი“ გააგრძელებს პოკერის ლოკალური ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ევროპა-ბეთი“ იყო პირველი კომპანია, რომელიც გახდა World Poker Tour –ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში და ჩაატარა ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირი თბილისში 2015 წელს, ასევე „ევროპა-ბეთი“ გახლდათ UPS -ის ტურნირების მასპინძელი. მომავალში, პოკერის მოყვარულთათვის ის გააგრძელებს მსგავსს შეთავაზებებს და არ გამორიცხავს, ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, კვლავ გახსნას მასშტაბური და საერთაშორისო დონის პოკერ რუმი.
დღეს ონლაინ თამაშებს შთამბეჭდავი ზრდის ტენდენცია ახასიათებს, რადგან მომხმარებელს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი შეთავაზების მიღება შეუძლია ამ სივრცეში. ნებისმიერი არჩევანი პერსონალურია და მორგებულია უშუალოდ მოთამაშის გამოცდილებასა და მოთხოვნებზე. ამიტომაც, პოკერის მომავალი თანამედროვე სამყაროში ონალაინ სივრცეში გადადის და მომწოდებლები არგუმენტირებულად მის სრულყოფას ცდილობენ.
“ევროპა-ბეთი“ „ბეთსონ ჯგუფთან“ ერთად ფოკუსირებულია პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე. საქართველოში მხოლოდ „ევრობა-ბეთს“ აქვს ანდროიდისა და iOS სისტემებზე მორგებული აპლიკაცია. 2016-2017 წლებში „ევროპა-ბეთის“ სტრატეგია ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა გამოცდილების გამარტივებაზე, გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, მობილურ გადაწყვეტილებებსა და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხზე.
*“ევროპა-ბეთის“ შესახებ
Europe-Bet.com დაარსდა 2010 წელს და იქცა უდიდეს დამოუკიდებელ ონლაინ თამაშების ოპერატორად საქართველოსა და მთელს რეგიონში. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის ონლაინ თამაშებს, როგორებიცაა: ტოტალიზატორი, პოკერი, Live კაზინო, ე.წ. რულეტკა, მობილური ონლაინ თამაშები და კლასიკური თამაშები. პირველივე დღეებიდან Europe-Bet.com-მა შემოგვთავაზა დამოუკიდებელი ონლაინ პოკერ რუმი და ორგანიზება გაუწია ტურნირების სერიებს. 2015 წელს გახდა „World Poker Tour“-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. ამავე წელს, „ევროპა-ბეთი“ შეიძინა „ბეთსონ ჯგუფმა“, რომელიც 50 წლიანი გამოცდილებით სათამაშო ბიზნესში ლიდერი კომპანიაა.
**“Betsson Group“ -ის შესახებ
„Betsson Group“ წარმოადგენს ლიდერ მოთამაშეს სკანდინავიისა და ნიდერლანდების აზარტული ონლაინ თამაშების ბაზარზე, აერთიანებს 20-ზე მეტ ბრენდს გლობალურად. Betsson ახორციელებს მულტი-ბრენდულ სტრატეგიას, მათ შორის რამდენიმე ისეთი ძლიერი ლოკალური ბრენდით, როგორიცაა www.betsson.com, www.betsafe.com, www.nordicbet.com, www.triobet.com, www.kroon.com. ზოგიერთი ბრენდი წარმოდგენილია მხოლოდ ერთ ბაზარზე, თუმცა ზოგი ფუნქციონირებს 20-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში Betsson ძირითადად წარმოდგენილია პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აგრეთვე, Betsson ფლობს ადგილობრივ ლიცენზიას ესტონეთში, ოპერირებს თურქეთში B2B პარტნიორის მეშვეობით. პორტფოლიოში „ევროპა-ბეთის“ ბრენდის დამატებით, „Betsson Group“ აგრძელებს თავისი სტრატეგიული პოზიციის გამყარებას რეგიონში.
R