ინგლისისა და საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა ტერაქტის საფრთხის გამო გადაიდო.
ამხანაგური მატჩი 17 ნოემბერს ლონდონში უნდა გამართულიყო. ფიფას გადაწყვეტილების მიზეზი გუშინ პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტები გახდა, რასაც ბოლო ონაცემებით, 128 ადამიანი ემსხვერპლა.
ტერორისტთა ერთ-ერთი სამიზნე სტად დე ფრანსის სტადიონი გახდა, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა იმართებოდა.