"თიბისი გალერეაში" 16 ნოემბერს მსახიობ მერაბ ნინიძის ავტობიოგრაფიული წიგნის "მთავარია მსახიობი არ გამოხვიდე" ელექტრონული და ბეჭდური ვერსიების პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს“ გალერეადან აცნობეს, წიგნში მთხრობელი თავად მერაბ ნინიძეა.
"მსახიობმა თავისი პირადი და შემოქმედებითი ცხოვრების დეტალები საოცარი გულწრფელობით გადასცა ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძეს, რომელმაც ეს თხრობა წიგნად აქცია და საზოგადოებას მისი წაკითხვის შესაძლებლობა მისცა.
ელექტრონული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია saba.com.ge-ზე", - აცხადებენ "თიბისი გალერეაში".
პრეზენტაცია 16 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.