ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის მოთამაშე რეი-რეი ამსტრონგი სასამართლოს წინაშე წარსდგება. ამის მიზეზი 8 ნოემბერს მომხდარი ინციდენტი გახდა. „პიტსბურგ სტილერსთან“ დაპირისპირებისას „ოკლენდ რეიდერსის“ ფეხბურთელმა პოლიციის ძაღლს დაუყეფა. გამოჯავრებით გაღიზიანებულმა ცხოველმა სპორტსმენი კინაღამ დაკბინა. ინციდენტის გამო ფეხბურთელის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.