მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ფეხბურთელს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუგრძელეს. 49 წლის კეძუესი მიურას პატივი იაპონურმა კლუბმა „იოკოგამამ“ დასდო. „მადლობელი ვარ კლუბის ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების, რომელთა მხარდაჭერასაც ყოველთვის ბგრძნობდი. რაც შეეხება მომავალ სეზონს, ვპირდები მათ, რომ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯები,“-აცხადებს ვეტერანი ფეხბურთელი.