პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ თვითმფრინავი შეიძინა. Gulfstream G200 ტიპის ორძრავიანი თვითმფრინავი მას 19 მილიონი ევრო დაუჯდა. 10 ადგილიან საფრენ აპარატს ტელეფონი, ინტერნეტი, მიკროტალღური ღუმელი, მაცივარი და აბაზანა აქვს. თვითმფრინავმა ტესტირება უკვე გაიარა.