აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბის, ვირაჟის ფეხბურთელს, სარხან მიქაილოვს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის მიზეზი 31 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი გახდა. კურგანთან დაპირისპირებისას ვირაჟის ფეხბურთელმა მსაჯს ბურთი ესროლა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. გაბრაზებულმა მიქაილოვმა რეფერის სახეში ჩაარტყა.