გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითიდან ოსი სეპარატისტების მიერ გატაცებული 48 სული საქონელი უკვე დააბრუნეს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა.
მისი განმარტებით, საქონელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო საძოვარზე გადასული, საიდანაც მოხდა მათო ოსების მიერ გატაცება.
"წუხელ მთელი ღამის განმავლობაში რუსულ მხარესთან ერთად მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, რის შემდეგაც დღეს, დილით საქონლის უკან დაბრუნება მოხერხდა", - განცხადა ჯუღელმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ოკუპირებულ ტერიტორიასთან ვითარება შედარებით სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, გორის რაიონის ქვემო ხვითიდან საქონელი გაიტაცეს. ნახირის მწყემსების განცხადებით, მათ 8 შეიარაღებული პირი დაესხათ თავს. გამტაცებლებმა ერთ-ერთ მწყემსს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.