პარი სენ ჟერმენის ფორვარდი ზლატან იბრაგიმოვიჩი შვეციის საუკეთესო ფეხბურთელად კიდევ ერთხელ აღიარეს. პრესტიჟული ჯილდო მას ყოფილმა თანაგუნდელმა მილანის ინტერიდან ლუიშ ფიგუმ გადასცა. წლის მეკარედ შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ თურქული ქასიმფაშას გოლკიპერი ანდრეას ისაკსონი დაასახელა, საუკეთესო მცველის ტიტული წილად კრასნოდარის მცველს, ანდრეას გრანკვისტს ხვდა. საუკეთესო ნახევარმცველად კი ჰამბურგის ფეხბურთელი ალბინ ეკდალი აღიარეს.