ხვალ, 31 ოქტომბერს, სპარსულ სახლში, კომპანია "თებულოტურის" ორგანიზებით, ქისტური საღამო გაიმართება.
ორგანიზატოტთა განცხადებით, საღამოზე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ფაქტები და ისტორიები მეზობელი ერების წარსულიდან. საღამოზე მისული საზოგადოება შეძლებს ურთიერთობის მოკლე ექსკურსს გადაავლოს თვალი.
"ქისტური კულტურა განსაკუთრებული სპეციფიკითა და თვითმყოფადობით ხასიათდება. მისი თბილისელებისთვის გასაცნობად, 31 ოქტომბერს, დედაქალაქს ქისტი მომღერლები ეწვევიან. საღამოზე აგრეთვე გაიმართება პანკისელი მომღერლის სულთან ბორჩაშვილის სიმღერების კრებულის პრეზენტაცია", _ განაცხადა საღამოს ორგანიზატორმა პაატა ვარდანაშვილმა.