გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელი გადადგა. ვოლფგანგ ნირსბახმა პოსტი კორუფციული სკანდალის ფონზე დატოვა. მანამდე გერმანულმა პრესამ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, გერმანიამ ფიფას ჩინოვნიკები მოისყიდა და 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ამ გზით მოიპოვა. გარდა ამისა, გერმანიის საფეხბურთო კავშირს გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ.