ნეპალში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები დააპატიმრეს. მათ სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ. საუბარია 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე. გამოძიების ვერსიით, ფეხბურთელებმა შესარჩევი ეტაპის რამდენიმე თამაში გაყიდეს. სპორტსმენების დაკავების სანქცია სასამართლომ მას შემდეგ გასცა, რაც ფეხბურთელთა ანგარიშებზე სოლიდური თანხები ჩაირიცხა. დაკავებულები ფულის წარმომავლობას ვერ ასაბუთებენ.