დონეცკის „შახტარის“ მეკარე გულშემატკივარს ფიზიკურად გაუსწორდა. „შახტარმა“ სტუმრად „ოლექსანდრიას“ 3:2 სძლია. მატჩის დასასრულს მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა, რომელმაც ანტონ კანიბოლოცკის მხარზე ხელი დაარტყა და შეურაცხმყოფელი ჟესტები აჩვენა. მეკარემ ქომაგს ხელი ჰკრა, შემდეგ კი ყელში სწვდა. ამის გამო მას მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.