კატალონიური ბარსელონას თავდამსხმელი აღიარებს, რომ ფეხბურთის ტრანსლაციებს არ უყურებს. 23 წლის ნეიმარის თქმით, თავისუფალ დროს ის სპორტით დაკავებული არ არის. „მე არც რეალის თამაშებს ვუყურებ და მაქსიმალურად ვცდილობ თავისუფალ დროს სპორტით არ ვიყო დაკავებული,“-აღნიშნა ნეიმარმა, რომელსაც მიმდინარე სეზონზე 13 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 გოლი აქვს გატანილი.