მოლდოვური „ზიმბრუს“ მცველს, ალექსანდრ სტარიშს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის მიზეზი „ზუმბრუსა“ და „პეტროკუბის“ მატჩზე მომხდარი ინციდენტი გახდა. სტარიშმა ბურთების მიმწოდებელ ბავშვს შეაგინა და ბურთი ესროლა, რის გამოც მას მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები დაპირისპირდნენ, მოგვიანებით კი მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციამ სტარიშს განაჩენი გამოუტანა.