ისრაელში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა მასპინძელთა გუნდთან გამართა და ანგარიშით 19:27 დამარცხდა.
ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს პორტუგალიისა და ესტონეთის ნაკრებები შეხვდნენ ფრედ, 28:28 დასრულდა.
მომდევნო შეხვედრებს საქართველოს ნაკრები 6 და 7 ნოემბერს პორტუგალიისა და ესტონეთის ნაკრებებთან გამართავს.