ევროლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ”რუბინი” საკუთარ მოედანზე ”ლივერპულთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. იურგენ კლოპის შეგირდებმა ყაზანური კლუბი იბეს გოლის წყალობით დაამარცხეს. ინგლისელმა ნახევარმცველმა ”რუბინის" კარში52-ე წუთზე შეაგდო. ”რუბინის” ქართველმა მცველმა საბა კვერკველიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. 4 ტურის შემდეგ კვერკველიას გუნდი 2 ქულით B ჯგუფში ბოლო ადგილზეა.