საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას კიდევ ერთ ბრალდებას უყენებენ. ფეხბურთელი ნარკოტიკების კონტრაბანდაშია ეჭვმიტანილი. მანამდე ბენზემა შანტაჟის ბრალდებით დააპატიმრეს. როგორც გამოძიებით დადგინდა, ფორვარდი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრს, მატიე ვალბუენს აშანტჟებდა. ბენზემამ დანაშაული უკვე აღიარა.