მიმიდნარე წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.1 პროცენტით გაიზარდა.
მთავრობის ინფორმაციით, მიმიდნარე წლის მარტში ბიუჯეტში 505.1 მლნ ლარის საგადასახადო შემოსავლები შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 428.3 მლნ ლარი იყო.
ამასთან მიმდინარე წლის თებერვალში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით 290.8 მლნ ლარი შევიდა, იანვარში კი - 280.6 მლნ ლარი.
2009 წლის იანვრაში მობილიზებული საგადასახადო შემოსავლები 266.4 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო თებერვალში - 266 მლნ ლარს.