ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი თედი შერინგემი 49 წლის ასაკში მოედანზე გამოსვლას აპირებს. ამის შესახებ The Daily Mirror იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ლეგენდარული ფეხბურთელი მისი კლუბის, სივენეიჯის განაცხადშია და სავარაუდოდ ჰერტფორდშირის თასზე ითამაშებს. უელუინ გარდენ სიტისთან დაპირისპირება 4 ნოემბერს შედგება. ძირითად განაცხადში შერინგემის 41 წლის თანაშემწე ქევინ უოტსონიც მოხვდა.