რუმინეთის ქალაქ იასის ახალგაზრდული საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი ლივიუ პეტრაჩე თავის ფეხბურთელს ფიზიკურად გაუსწორდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფეხბურთელმა თანაგუნდელები მატჩის წინა საღამოს მაკდონალდსში დაპატიჟა. ამის გამო მწვრთნელმა 16 წლის ფეხბურთელი პირდაპირ მოედანზე ცემა.