ფრანკფურტში გერმანიის კავშირის ოფისში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ გამოცემა Bild იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა მოეწყო ორგანიზაციის პრეზიდენტის, ტეო ცვანციგერის სახლშიც. გერმანული ფეხბურთის მაღალჩინოსნები ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრების მოსყიდვაში არიან ბრალდებულები.