ზაფხულში საქართველოს სლოვაკი ბიზნესმენები ეწვევიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინსირმა ბაკურ კვეზერელმა და მისმა სლოვაკმა კოლეგამ, ვლადიმერ ჩოვანმა შეხვედრაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ასევე ორ ქვეყნას შორის სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სლოვაკეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის შესაძლებლობები განიხილეს.
"სლოვაკეთთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო სამეცნიერო-ტექნიკური მიმართულებით, არამედ სავაჭრო მიმართულებითაც", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.
მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ზაფხულის განმავლობაში საქართველოში სლოვაკეთიდან ბიზნესმენები ჩამოვლენ, რომლებიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტირებით არიან დაინტერესებული,
"ეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობის საწყისი ეტაპია. ჩვენ უნდა გავუხსნათ ბაზარი ქართულ პროდუქციას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მომგებიანი ქნება", - განაცხადა სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.