რუსული მედიის ინფორმაციით, მამისონის უღელტეხილზე რუსული სასაზღვრო პოსტის გაიხსნა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა "კავკაზკი უზელი" იუწყება.
მათი ინფორმაციით, მამისონის უღელტეხილზე რუსული სასაზღვრო პოსტი საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ მოსკოვისა და ცხინვალის რეჟიმის შეთანხმების ფარგლებში გაიხსნა, რომელიც რუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა შეთანხმება 5-წლიანი ვადით გასული წლის 30 აპრილს გააფორმეს.
მათივე მტკიცებით, რუსმა მესაზღვრეებმა მამისონის უღელტეხილზე, ყოფილ მეტეოსადგურზე საგუშაგოს გახსნამდე, 30 აპრილს ტერიტორია დაათვალიერეს და პოსტი 6 მაისს გახსნეს. პოსტზე სასაზღვრო სამმართველოს სპეცდანაყოფის ჯარისკაცები განთავსდნენ, რომლებსაც ყველა პირობა შეუქმნეს ფუნქციების შესასრულებლად.
ქართული მხარე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.