არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური ბარსელონას ლიდერი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრას გამოტოვებს. კლუბის ხელმძღვანელობის განმარტებით, რეალთან დაპირისპირებაში მონაწილეობას მესი ტრავმის გამო ვერ მიიღებს. ექიმები 21 ნოემბრისთვის სტადიონზე მის გამოყვანას ვერ გარისკავენ. ფეხბურთელი ლას-პალმასთან შეხვედრისას დაშავდა და მუხლის ტრავმა მიიღო.