სასულიერო აკადემიაში სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასახმარებლად სპეციალური ფონდი შეიქმნა.
აღნიშნულის ინიციატივა, თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ ფონდს პირველი თანხა, თავად პატრიარქმა შესწირა.
როგორც მან დღეს დილით, სასულიერო აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრისას ბრძანა, ის ფონდს 10 ათასი დოლარით დაეხმარება.