პირველი და ექსკლუზიური პარტნიორი Europt-bet.com „პოკერ რუმში“ მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მასპინძლობს!
თბილისში, Europt-bet.com - ის „პოკერ რუმში“, 1-დან 9 ნოემბრამდე, World Poker Tour National Georgia - პოკერის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მეორედ ტარდება. მისი გარანტირებული საპრიზო ფონდია 200 000$. ამ ტურნირს მოთამაშეთათვის აქვს ახალი და ძალიან მიმზიდველი თავისებურება - საპრიზო თანხებს გადასახადები არ გამოაკლდება. ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება დასკვნითი ღონისძიება 6-9 ნოემბერს, რომელშიც მონაწილეობის საფასური 1000 $, ხოლო მოგების დიდი შანსი - 100 000$ .
მათ კი, ვინც „პოკერ რუმის“ გარეთ იქნებიან, 3 ნოემბრიდან www.WPT.ge -ზე საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ და სრულად დაიმუხტონ შთაბეჭდილებებით ფინალური სამი მაგიდისა და მთავარი ღონისძიების პირდაპირ ეთერში ხილვით, რომელიც სპეციალური RFID მაგიდის მეშვეობით 30 წუთიანი დაყოვნებით გადაიცემა სამ ენაზე კომენტარებით: ქართულად, ინგლისურად და რუსულად.
შეგახსენებთ, რომ World Poker Tour აწვდის ლიცენზირებულ პროდუქტებსა და მომსახურებას საქართველოში Europe-Bet.com-ს ექსკლუზიური გამოყენების უფლებით. ამის შედეგად, Europe-bet.com-მა 2015 წლის ივნისში უკვე უმასპინძლა WPT-ს პირველ ძირითად ეროვნულ ტურს, World Poker Tour-ის სატელევიზიო შოუს ტრანსლაციისა და რეკლამირების უფლებით. პირველი ტურნირი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა და ორგანიზებულობით, რაც აღნიშნულ იქნა როგორც მოთამაშეთა, ასევე ორგანიზატორთა და ჩემპიონატის მეთვალყურეთა მიერ. მასპინძელმა კომპანიამ, Europe-Bet-მა მონაწილეებისთვის სპეციალური პროგრამა და ტურები შეიმუშავა, ღონისძიება კი დაუვიწყარი წვეულებით დასრულდა „El Centro“-ში
WPT-ს მიმდინარე ტურნირი პოკერის მოყვარულთა წრეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად, ნოემბერშიც ბევრი უცხოელი მონაწილე ესტუმრა საქართველოს. WPT-ს ოფიციალური პარტნიორი Europe-Bet მოთამაშეებს ტრადიციულად განსაკუთრებულ მასპინძლობას უწევს - მათ ემსახურებათ სტუმრების მენეჯერი, რომელიც სპეციალურ ტარიფებსა და პირობებს სთავაზობს სასტუმროებსა და ტურებზე, რაც შთამბეჭდავი გამოცდილებაა მათთვის, ვინც WPT-ს ასეთ ღონისძიებებზე მოგზაურობენ მთელს მსოფლიოში.
*“ევროპა-ბეთის“ შესახებ
Europe-Bet.com დაარსდა 2010 წელს და იქცა უდიდეს დამოუკიდებელ ონლაინ თამაშების ოპერატორად საქართველოსა და მთელს რეგიონში. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის ონლაინ თამაშებს, როგორებიცაა: ტოტალიზატორი, პოკერი, Live კაზინო, ე.წ. რულეტკა, მობილური ონლაინ თამაშები და კლასიკური თამაშები. პირველივე დღეებიდან Europe-Bet.com-მა შემოგვთავაზა დამოუკიდებელი ონლაინ პოკერ რუმი და ორგანიზება გაუწია ტურნირების სერიებს. 2015 წელს გახდა „World Poker Tour“-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. ამავე წელს, „ევროპა-ბეთი“ შეიძინა „ბეთსონ ჯგუფმა“, რომელიც 50 წლიანი გამოცდილებით სათამაშო ბიზნესში ლიდერი კომპანიაა.
**“Betsson Group“ -ის შესახებ
„Betsson Group“ წარმოადგენს ლიდერ მოთამაშეს სკანდინავიისა და ნიდერლანდების აზარტული ონლაინ თამაშების ბაზარზე, აერთიანებს 20-ზე მეტ ბრენდს გლობალურად. Betsson ახორციელებს მულტი-ბრენდულ სტრატეგიას, მათ შორის რამდენიმე ისეთი ძლიერი ლოკალური ბრენდით, როგორიცაა www.betsson.com, www.betsafe.com, www.nordicbet.com, www.triobet.com, www.kroon.com. ზოგიერთი ბრენდი წარმოდგენილია მხოლოდ ერთ ბაზარზე, თუმცა ზოგი ფუნქციონირებს 20-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში Betsson ძირითადად წარმოდგენილია პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აგრეთვე, Betsson ფლობს ადგილობრივ ლიცენზიას ესტონეთში, ოპერირებს თურქეთში B2B პარტნიორის მეშვეობით. პორტფოლიოში „ევროპა-ბეთის“ ბრენდის დამატებით, „Betsson Group“ აგრძელებს თავისი სტრატეგიული პოზიციის გამყარებას რეგიონში.