სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სასულიერო აკადემიის რექტორის თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ პატრიარქმა დღეს დილით, სასულიერო აკადემიაში თავად განაცხადა.
"ვეღარ ვახერხებ სათანადო ყურადღება მივაქციო სასულიერო აკადემიას", - განმარტა პატრიარქმა.
აღსანიშნავია, რომ აკადემიის რექტორად სიონის ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი, აკადემიის პრორექტორი გიორგი ზვიადაძე დაინიშნა.