ცნობილი მომღერალი რიანა ფილმში ფრანგმა რეჟისორმა ლუკ ბესონმა მიიწვია. ფილმ „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქის“ გადაღება წლის ბოლოსთვის დაიწყება და მასში რიანა ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს. მას პარტნიორობას ცნობილი მსახიობები კარა დელევინი, დეინ დეჰაანი და კლაივ ოუენი გაუწევენ.