ლონდონური ჩელსის თავდამსხმელი ლუკას პიაზონი სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი. 21 წლის ფეხბურთელის დაპატიმრების ორდერი ტორონტოს პოლიციამ უკვე გასცა. მასთან ერთად პოლიცია 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის, ანდრეა და სილვა ვენტურუს დაკავებასაც აპირებს. როგორც წინასწარი ძიებით დადგინდა, პიაზონმა და ვენსტურუმ 25 ივლისს ტორონტოში ახალგაზრდა გოგონა მისივე სახლში გააუპატიურეს.