პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს კარიერის დასრულება ინგლისში სურს. ამის შესახებ მისმა მეგობარმა ჟოზე სემედუმ განაცხადა. „ის ძალიან ბედნიერია რეალში, მაგრამ ძალიან უყვარს ინგლისური ფეხბურთი და ინგლისელები. მას არ უნდა ესპანეთში კარიერის დასრულება. ამიტომ, ვფიქრობ ის თამაშს ინგლისში დაასრულებს,“-განაცხადა 30 წლის სემედუმ, რომელიც ამჟამად ინგლისური შეფილდ ვენსდეის რიგებში გამოდის.