პარი სენ ჟერმენისა და შვედეთის ეროვნული ნაკრების ლიდერი ზლატან იბრაგიმოვიჩი ფრანგ ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე საუბრობს. შვედი ფორვარდის თამით, მას კრიტიკა ნაკლებად აღელვებს. „პრობლემა იმაშია, რომ ფრანგული საერთოდ არ ვიცი და ამიტომ, მათი მხრიდან კრიტიკულ და ნეგატიურ შეფასებებს ვერ ვიგებ,“-აღნიშნა იბრაგიმოვიჩმა. 2015 წელს ფეხბურთელს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია იმის გამო მისცეს, რომ საფრანგეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.