29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 59-ე შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე 58-ე შეხვედრის შემდეგ დაფიქსირებულ ინციდენტებს და წინა შეხვედრებიდან მომდინარე საკითხებს განიხილავენ.
დღის წესრიგშია, ასევე, ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხები, მავთულხლართების გავლების შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილი პრობლემები.