სოფელ ერგნეთში 29 ოქტომბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 59-ე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე 58-ე შეხვედრის შემდეგ დაფიქსირებულ ინციდენტებს და წინა შეხვედრებიდან მომდინარე საკითხებს განიხილავენ. დღის წესრიგშია, ასევე, ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხები, მავთულხლართების გავლების შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილი პრობლემები.
შეხვედრა ერგნეთში 11:00 საათზე დაიწყება.