რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ადგილობრივი მცხოვრებლები არ შეუშვეს.
ინციდენტი გუშინ, საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ათეული გალელი საკუთარ სახლში ზუგდიდიდან ბრუნდებოდა, როცა აგრესორებმა მათ ადმინისტრაციული საზღვარი ჩაუკეტეს.
ქართველმა სამართალდამცველებმა სოფელ ოტობაიას მკვიდრნი ღამის გასათევად ზუგდიდის რამდენიმე სოფელში, ადგილობრივების სახლებში გადაანაწილეს.
ამ დროისთვის მათმა დიდმა ნაწილმა ოტობაიაში დაბრუნება შემოვლითი გზების მეშვეობით უკვე მოახერხა.