ოთხ ჰოლანდიელ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს, ერთ კი ფეხბურთის თამაში 5 წლით აეკრძალა. ამის მიზეზი 2012 წელს მომხდარი ინციდენტი გახდა. მსაჯ რიჰარდ ნიუვენჰეიზენს ახალგაზრდა ფეხბურთელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც 41 წლის რეფერი გარდაიცვალა.