შოკოლადის 16-ე საერთაშორისო გამოფენა პარიზში უჩვეულო ჩვენებით აღინიშნა. მოდელები პოდიუმზე შოკოლადის კაბებით გამოვიდნენ.
ულამაზესი კოსტიუმები ირენ სალვადორმა, სტეფანი ბონამ, რებეკა ჰამპტონმა, კრისტინა კორდულამ, ინა მოჯამ და სხვა ცნობილმა სახეებმა წარმოადგინეს.
ანალოგიური ჩვენება პარიზში გასულ წელსაც მოეწყო.
შოკოლადის კვირეული საფრანგეთის დედაქალაქში 1 ნოემბრამდე გასტანს.